„თქვენი შვილი ჩვენია, ყველასია…“ – ვინ არიან გიორგი მამარდაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მუდმივად მის გვერდით არიან (ფოტოები)

„თქვენი შვილი ჩვენია, ყველასია…“ – ვინ არიან გიორგი მამარდაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მუდმივად მის გვერდით არიან (ფოტოები)

UEFA EURO 2024-ის ცნობით, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2 თამაშის ჯამში, გიორგი მამარდაშვილს ყველაზე მეტი, 15 სეივი აქვს. გარდა ამისა, საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჯილდოც გადაეცა.

23 წლის გიორგის საფეხბურთო სამყარო კარგად იცნობს. მასთან ერთად, ტრადიციულად, ქართველმა გულშემატკივარმა მისი ოჯახიც შეიყვარა. გიორგის უმშვენიერეს მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, ის ყოველთვის მეორე ნახევრის გვერდითაა და ამხნევებს.

გიორგის მამას, დავით მამარდაშვილს ფეხბურთის სამყაროში კარგად იცნობენ. ფეხბურთელის დედა თამუნა ბლიაძეა. გიორგის ჰყავს და, ნინიკო, რომელიც სტუდენტია.