24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დროა, პირველ ადგილზე ოჯახი დააყენოთ და მერე სხვა დანარჩენი. ეს ყველაზე სწორი მიდგომა იქნება. მალე ნახავთ, რომ საყვარელი ადამიანების გულს მოიგებთ და მათგან იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე აქამდე იღებდით. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ვიტამინის დეფიციტი.

კურო

ნუ ელით, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები შეცვლიან. დროა. პრობლემების მოგვარებაზე თავად იზრუნოთ. საკუთარ შესაძლებლობებს არასათანადოდ აფასებთ, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

ხმაური და აურზაური ყურადღებას გიფანტავთ და მუშაობაში ხელს გიშლით. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე, განმარტოება და დაწყებული საქმეების დასრულება გჭირდებათ. ეცადეთ, რომ გაღიზიანებამ, რომელსაც ახლა გრძნობთ, მუშაობაში ხელი არ შეგიშალოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ შეცდომები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. შეარჩიეთ ადგილი წყალთან ახლოს – ახლა მისი ენერგია ძალიან გჭირდებათ. მოახლოებული ცვლილებებისთვის მოემზადეთ და მომსახურე პერსონალის უხეშობას ყურადღება არ მიაქციოთ. დღეს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

ლომი

ამბობენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნამდვილი მეგობრების პოვნა უფრო და უფრო რთული ხდება, თუმცა თქვენ შეძლებთ საპირისპირო დაამტკიცოთ. მალე შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც განსაკუთრებულ სულიერ კავშირს იგრძნობთ. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ, ამიტომ მოწვევაზე უარს ნუ იტყვით – დროა, ლამაზად ჩაიცვათ და ხმაურიან წვეულებაზე გაემგზავროთ.

ქალწული

წარსულის გამოცდილებაზე ჯიუტად უარს ამბობთ და გამუდმებით ერთსა და იგივე შეცდომებს უშვებთ, რის გამოც ყველაზე მეტად თავად იტანჯებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი სერიოზულობა და გონიერება გამოიჩინოთ. საღამოს საინტერესო წიგნის კითხვა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

სასწორი

სასწორებო, ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ძალიან კარგია, მაგრამ ზომიერება უნდა დაიცვათ. მოერიდეთ მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებს, ვისგანაც მადლიერების სიტყვები არასოდეს გსმენიათ. ნუ აიძულებ თავს იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც არ მოგწონთ. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მორიელი

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. განწყობაც ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ვინმეს უნებურად ფული არ ატკინოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, შესაძლოა პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

მშვილდოსანი

თუ ხშირად და უმიზეზოდ იღლებით, ეს შეიძლება ავადმყოფობის სიმპტომი იყოს. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმს უნდა ეწვიოთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან კონტაქტის დროს – შესაძლოა, ზოგი მათგანი მწყობრიდან გამოვიდეს. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

თხის რქა

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვერდით მყოფ ადამიანს მიაქციეთ. მოერიდეთ უცნობ ადგილებში სეირნობას ადამიანებთან ერთად, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. სავარაუდოდ, თქვენს უსაფრთხოებას ვიღაც ემუქრება. განსაკუთრებული სიფრთხილე ქალებმა უნდა გამოიჩინონ – უსიამოვნო , თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ.

მერწყული

ბრაზი, რომელსაც ახლა გრძნობთ, წინსვლაში ხელს გიშლით. საჭირო არ არის მუდმივად დაუბრუნდეთ სიტუაციას, რომელიც გაღიზიანებთ. მით უმეტეს, რომ მას სარგებელი არ მოაქვს და თქვენს ცხოვრებაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. ეცადეთ, მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან იურთიერთოთ და მხოლოდ სასიამოვნო თემებზე იფიქროთ და თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თევზები

თევზებო, გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ – როგორც ჩანს, თქვენს სიახლოვეს ცუდი განზრახვის მქონე ადამიანი გაჩნდა. ნუ მისცემთ მას საშუალებას, რომ მახე დაგიგოთ და პრობლემები შეგიქმნათ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ.

წყარო funtime.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,527

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა