„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ – რას ჰყვება პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი „პრაიმ ჰაუსელი” სალომე კაპანაძე

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ – რას ჰყვება პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი „პრაიმ ჰაუსელი” სალომე კაპანაძე

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ – პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი – როგორ ჩაატარა ქირურგმა პლასტიკური ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე – აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი „კურიერი P.S“ მოამზადა.

პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, სალომე კაპანაძეა. ოპერაციიდან მალევე მას ნაკერები გაეხსნა და მდგომარეობა გართულდა. საჭირო გახდა განმეორებითი ჩარევაც, მაგრამ პროცესი კვლავ გართულებებით წარიმართა.

„პირველად ვსაუბრობ ასე ღიად, მივედი იმისთვის, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, დამამახინჯა. თითქოს ვიყავი საცდელი ვირთხა. როგორ აღვწერო ჩემი მდგომარეობა – ფაქტობრივად, 5 თვე კომაში ვიყავი და გამოვედი. გამოვიდა, რომ მეორე ოპერაცია ტყუილად გავიკეთე, ისევ გამეხსნა ეს ნაკერები. ასე მოკლე პერიოდში ორჯერ ნარკოზი, ფსიქოლოგიურად განადგურებული, იმუნიტეტი დამიქვეითდა. ამდენი ანტიბიოტიკი, მერე ანტიდეპრესანტები. ეს იყო ექსპერიმენტი – სხვადასხვა ხერხი ვცადეთ, რომ შეგვეხორცებინა, ნახევარი მკერდი მქონდა გახსნილი. დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებდი, ვერ ვბანაობდი. ლიმფა, სისხლი გამოდიოდა და კიდევ უფრო იხსნებოდა ჭრილობა და ის მეუბნებოდა, რომ ეს ნორმალური იყო“, – ამბობს სალომე კაპანაძე.

სალომე კაპანაძე წარუმატებელი ოპერაციის შესახებ 6 თვის განმავლობაში დუმდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად მთხოვდა ეს ამბავი არავისთვის მეთქვა, მომხედავდა და თუ დამჭირდებოდა თანხასაც ამინაზღაურებდა. მოვთხოვე ოპერაციის თანხა. ჩამირიცხა, შემდეგ როდესაც ვისაუბრეთ მორალურ ზარალზე, დამირეკეს პოლიციიდან რომ მიჩიოდა. მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ თავად მაიძულა“,- ამბობს კაპანაძე.