საჰაერო თავდასხმა – პალესტინელი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად დაიღუპა

საჰაერო თავდასხმა – პალესტინელი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად დაიღუპა

ავტორიტეტული გამოცემა ESPN სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ირკვევა, რომ პალესტინელი ფეხბურთელი აჰმად აბუ ალ-ატა და მისი ოჯახი ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, საკუთარ სახლში მოკლეს.

ინფორმაციას პალესტინის ფეხბურთის ასოციაცია ადასტურებს. აბუ ალ-ატა ღაზას სექტორის გუნდში თამაშობდა. მასთან ერთად მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. ყველაფერი კი საჰაერო თავდასხმას მოყვა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ საჰაერო თავდასხმა პარასკევს მოხდა, მაგრამ პალესტინის ფეხბურთის ასოციაცია კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

მიმდინარე წლის მაისში, კვლავ საჰაერო თავდასხმის დროს ღაზას სექტორში მსაჯი ჰანი მესმე გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ღაზას სექტორში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 300-ზე მეტი სპორტსმენი, მსაჯი და სპორტის ოფიციალური პირი დაიღუპა.

ასევე დაინგრა სპორტული ობიექტები.

ESPN-ის ინფორმაციით, ჯამში დაღუპულია 37.598 პალესტინელი და დაშავდა 86,032 ადამიანი. აღნიშნულს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

წყარო: CrystalSport