თბილისში ოჯახი და პოლიცია ისევ ეძებს პროფესორ გიორგი გახელაძეს. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მოხალისეები დღეს დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში შეიკრიბებიან 12 საათიდან და სამძებრო სამუშაოებს განაახლებენ.
სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით, ის 19 ივნისს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, იმ დღეს პარკში დამონტაჟებული კამერები არ მუშაობდა, ამიტომ ჩანაწერი, იმასთან დაკავშირებით თუ რა მიმართულებით წავიდა გახელაძე, უცნობია.
ძმა, ლევან გახელაძე ამბობს, რომ პოლიციას მიაწოდეს პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.
“შეძენილი აქვს მედიკამენტები, სიგარეტი, მაღაზიებში, ჩამოსულია მიწისქვეშათი, ამას აჩვენებს ვიდეო კამერები, ბოლო ვიდეო კამერაში ჩანს, რომ შემოდის ვაკის პარკში, მერე უკვე იმის გამო, რომ ვაკის პარკის კამერები არ მუშაობდა, არ ფიქსირდება არსად”, – ამბობს ძმა.