მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები 10 ბალიანი სისტემით და ვინ გახდა საუკეთესო მათ შორის

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საუკეთესო თერთმეტეული პორტალმა Sofascore-მა დაასახელა.

„მამარდაშვილმა საოცრად ითამაშა და ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“, – ასე გამოეხმაურა პორტალი ქართველი მეკარის გამოსვლას ჩეხეთის წინააღმდეგ.

Sofascore-ის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილმა 10-ბალიანი სისტემით 9.8 ქულა მიიღო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ფეხბურთელს შორის.

შეფასებით მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრების მარჯვენა მცველი იოზუა კიმიხია, რომლის ასპარეზობაც უნგრეთთან 8.9 ქულით შეფასდა.

გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებთან (1:1) შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან მეტოქის დარტყმული ბურთი მატჩის განმავლობაში 11-ჯერ მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგია. ქართველი მეკარის თამაში უეფა-მაც გამოარჩია და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში Sofascore-მა საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ