გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შეხვედრა ისტორიული მატჩის შემდეგ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა.
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გიორგის ანგარიშზე 8 “სეივია”, მეორეში კი კიდევ 3 დაამატა.
დიახ, “მამარდამ” ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეძლო.
ვიდეო:
გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ:
“ბოლო წუთზე შეგვეძლო მოგება, ამის გამო გული მწყდება, მაგრამ არაუშავს, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება” – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.