„დაუჯერებელია, რომ ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ” – ქართველებით გადავსებული ჰამბურგი და ქომაგების უდიდესი მობილიზება: რა ხდება გერმანიის ქალაქში ახლა?

ჰამ­ბურ­გის ქუ­ჩე­ბი ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბით არის გა­დავ­სე­ბუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მატ­ჩამ­დე სა­ა­თე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი ქო­მა­გე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ­ში.

ჰამ­ბურ­გის ქუ­ჩებ­ში ის­მის სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი, შე­ძა­ხი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ეროვ­ნულ ცეკ­ვებს. ქო­მა­გე­ბი მალე მსვლე­ლო­ბას და­ი­წყე­ბენ. გერ­მა­ნი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ­ში ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შე­ბი ფრი­ა­ლებს.

„დი­ლი­დან ვი­წყებთ შე­მარ­თე­ბით, რომ შევ­ქმნათ გა­მარ­ჯვე­ბის დღე. ომა­ხი­ა­ნად მი­ვე­მარ­თე­ბით სტა­დი­ო­ნის­კენ” – ამ­ბო­ბენ ჰამ­ბურ­გში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი.

ჰამ­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც. ცოტა ხნის წინ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მას­თან ერ­თად ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ჩა­ნან. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ გერ­მა­ნულ ბო­რან­ზე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ის­მის.

„და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ჰამ­ბურ­გში, ბო­რან­ზე ამას ვუს­მენთ” – წერს ნა­ნი­კო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა.

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ