19 წლის ბიჭის მკვლელობა – რა მოხდა ვარკეთილში 15 ივნისს – ახალი დეტალები

19 წლის ბიჭის მკვლელობა – რა მოხდა ვარკეთილში 15 ივნისს – ახალი დეტალები

19 წლის ახალგაზრდა სასტიკი ანგარიშსწორების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კლინიკაში 15 ივნისს თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც  მან ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო.

უცნობია  საბედისწერო კონფლიქტის დეტალები, თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით  ისაევს, რომელიც  მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ე.წ-ი ქუჩის მაყურებლები დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ,  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “19 წლის ბიჭი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს…”

მანამდე, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოქალაქე ანა კომლაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი დღეს გარდაიცვალა. ‘