ნახეთ ვილი სანიოლის კომენტარი მნიშვნელოვანი მატჩის წინ

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„თურქეთთან დიდი ემოციები მივიღეთ. გუნდმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა. საინტერესო რაღაცები ვაჩვენეთ და შეგვიძლია, კმაყოფილები ვიყოთ. გუნდმა კარგად დაისვენა და კიტეიშვილის გარდა, ყველა მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის. სხვაობა ჩეხეთსა და თურქეთს შორის და მოლოდინები: რაც შეეხება მოლოდინებს შედეგზე პასუხისმგებლები ვართ და ამის გამო შესაძლოა ისეთი ხარისხი ვერ მივიღოთ, როგორსაც ველით. ეს საერთოდ სხვა სახის შეხვედრა იქნება. ჩეხეთის ნაკრები ძალიან დიდი შემართებით თამაშობს, დიდი გამოცდილება და სხვა სტილი აქვთ. არ იქნება მარტივი თამაში. ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად გაიარა. ამის გამო პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ არ უნდა ვკონცენტრირდეთ მეტოქის თამაშზე, მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ.

ჩაკვეტაძის შეცვლაზე: გიორგი ნამდვილად არ იყო ბედნიერი, როდესაც მოედნიდან გავიდა. თუმცა, არ მინახავს მოთამაშე, რომელიც მოედნიდან გასვლით ბედნიერია. მაგრამ ეს პრობლემა არაა, მსგავსი რეაქციები მისაღებია, რადგან თამაში ყველას უნდა.

ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე: რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვიძახი, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში.

თუ ჩვენს ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა. ცვლილებებზე ვერ გიპასუხებთ. ეს შეჯიბრია, სადაც ზოგჯერ ცვლილებების გაკეთება საჭიროა. ამას ახალი ენერგია შემოაქვს. მთავარია ეს შანსი კარგად გამოვიყენოთ, რათა შემდგომში უფრო დიდ გუნდებს ვეთამაშოთ. ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

ვფიქრობ, ხალხი განსხვავდება, ზოგს ნაკლები შემართება აქვს, ზოგს მეტი. თუ ყოველთვის შედეგზე ფოკუსირდები, ყოველთვის კმაყოფილი ვერ დარჩები. უნდა შეაფასო, რა გააკეთე კარგად და რა ცუდად. ასეთი თამაშის შემდეგ ცოტა გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გულდაწყვეტა მაინც წინგადადგმული შედეგია“, – განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩეხეთის ნაკრებმაც პირველი მატჩი დათმო. ივან ჰაშეკის გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,521

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა