ქუთაისში, 2 წლის ბავშვი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

ქუთაისში, 2 წლის ბავშვი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ცნობით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა.

“საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა”, -განაცხადა თვითმხილველმა.