რას ამბობს ლაშა ბასლანძე, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია რესტორანში არ შეუშვა – “ამას ვინც შეიცხადებს, აუცილებლად ძალით იბრმავებს თავს” (ვიდეო)

რას ამბობს ლაშა ბასლანძე, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია რესტორანში არ შეუშვა – “ამას ვინც შეიცხადებს, აუცილებლად ძალით იბრმავებს თავს” (ვიდეო)

ნიკა მელია რესტორან “ქვევრის” დამფუძნებელმა ლაშა ბასლანძემ რესტორანში არ შეუშვა. ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს:

“ბოლო 1 თვის განმავლობაში ამ უსამშობლოებისგან მომრავლებულია „შევიწროვების“, „დისკომფორტის შექმნის“ შემთხვევები – ღია ცის ქვეშ, პარკში, თეატრში, შვილების თანდასწრებით და ა.შ.ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი ( ალა ლუსულ კანონს ვინც ყვირის და ბოიკოტგამოცხადებული რუსული ბიზნესი რომაა ქვევრი მისთვის)

მოდის ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე, ჩემს რესტორანში და თვითონვე მეუბნება რომ იცის ვინც ვარ და რა სიტუაციაცაა იქ, რაც ჩემთვის პირადად ორმაგი სტანდარტის ამბავია – ისედაც საკმაოდ დიდი პრობლემა არამხოლოდ დღევანდელ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.

ერთი ის იცოდეს ყველამ, ქვევრი, რომელიც არის ქართული, ოჯახური, ტრადიციული არასოდეს არ უმასპინძლებს ქვეყნის მოღალატეს, ვისაც როგორ გინდათ ისე შეხედეთ ამ ჩემს სიტყვებს. პრინციპულობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თვისებაა ადამიანისთვის – ნათელი და პირდაპირი მაგალითი პრინციპულობა როგორ განსხვავდება სხვადასსხვა ადამიანებში კი გუშინდელი შემთხვევაა – ნიკანორ მელია საკუთარი სურვილით მიბრძანდება კიბეებზე მათი თქმით „რუსულ ბიზნესში, რუსულ რესტორანში“ და ნათელია ჩემი დამოკიდებულება,

ასევე მათი თქმით, პატარ-პატარა დისკომფორტები ყველა ქვეყნის მოღალატეს უნდა შეექმნას.ა.გ ლოგიკურია რომ ეს ადამიანი ჩემს რესტორანში არასოდეს არ იქნება სასურველი სტუმარი და ამას ვინც შეიცხადებს, აუცილებლად ძალით იბრმავებს თავს.

გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, რაც აუცილებლად იქნება ჩვენი მომავალი, ამ პატარა ადამიანების ჩამოშორების შემდეგ.” – წერს ბასლანძე.