“რატომ არ შეიძლება მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა?…ჩაკეტილი ბოქლომი სახლში ბედის ჩაკეტვას ნიშნავს?…- ცრურწმენები თუ რეალობა, გოგა მანიას განმარტებები

“რატომ არ შეიძლება მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა?…ჩაკეტილი ბოქლომი სახლში ბედის ჩაკეტვას ნიშნავს?…- ცრურწმენები თუ რეალობა, გოგა მანიას განმარტებები

საზოგადოებაში უამრავი ცრურწმენა არსებობს, რამაც ფეხი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მოიკიდა და დღემდე სჯერა ხალხს.

ეზოტერიკოსი გოგა მანია საზოგადოებაში გავრცელებულ ცრურწმენებზე საუბრობს და ამსხვრევს რამდენიმე მათგანს. 

მითი თუ რეალობა?

⭕ მარილის დაბნევას ჩხუბი მოსდევს? 

გოგა მანია: იმ შემთხვევაში თუ მას არ გავანეტრალებთ, შესაძლოა მოჰყვეს ჩხუბი. რაც შეეხება განეიტრალებას, შეგვიძლია წყლის დასხმით გავანეიტრალოთ. 

⭕ რატომ არ შეიძლება მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა?

გოგა მანია: მოაქვს უბარაქობა, რადგან საღამოს საათებში ნაგვის ურნებთან ცოცხლობენ დაბალვიბრაციული ენერგიები. 

⭕  ხეზე დაკაკუნებით თვალის ცემას ავიკიდებთ?

გოგა მანია: აბსრუდია! 

⭕  სარკის გატეხა ცუდის მომასწავებელია?

გოგა მანია: ცუდის მომასწავებელია იმ შემთხვევაში თუ, მას სახლშივე დატოვებთ. ან იმ ადგილას სადაც გაგიტყდებათ აუცილებლად უნდა მოიშოროთ ის თავიდან. 

⭕  რა შავდება გაბზარული ან გატეხილი ნივთების სახლში შენახვით?

გოგა მანია: იმ შემთხვევაში თუ ეს ნივთი არის რელიქვია და ვერ იმეტებთ გადასგდებად შეგიძლიათ შეფუთოთ და შეინახოთ მიუწვდომელ ადგილას. სხვა შემთხვევაში კი დაზიანებული ნივთები უნდა მოიშოროთ სახლიდან, რადგან ისინი ბლოკავენ ახალ წარმატების შემოდინების გზებს. 

⭕  ძაღლის ყმუილი ადამიანის გარდაცვალებას მოასწავებს?

გოგა მანია: კი, ძაღლს აქვს მესამე თვალი გახსნილი, ის ყველაფერს ნათლად გრძნობს, შესაბამისად უფრთხილდით და მოუსმინეთ. 

⭕  საიდან მოდის მოსაზრება, რომ 13 რიცხვი თარსია?

გოგა მანია: 13 არის ღმერთების ციფრი და არანაირად არ ასოცირდება თარსთან. 

⭕  გზაზე თუ შავმა კატამ გადამირბინა – ცუდი დღე მელოდება?

გოგა მანია: უბრალოდ სახლში მიდის და აცადეთ. 

⭕  სახლიდან გასულ თუ რამე დამრჩა, რატომ არ შეიძლება რომ უკან მოვბრუნდე?

გოგა მანია: აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ, რადგან ამით სამყარო გარიდებთ უბედურებას, შედით დაისვენეთ და აიღეთ ასაღები ნივთი და გააგრძელეთ მშვიდად გზა. 

⭕  ნალი წარმატების მომტანია? ჩამოვკიდოთ კარზე?

გოგა მანია: თუ ნალი არის პატარა ნივთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკაულად, მაგრამ სახლის კარებზე არ არის აუცილებელი.

⭕  ხელზე დაკიდებული წითელი ძაფი, სურვილებს მართლა ასრულებს?

გოგა მანია: ასრულებს იმ შემთხვევაში თუ საყვარელი ადამიანი შეგაბამთ, და ექნება 5, 7 ან 9 კვანძი. 

⭕  რატომ არ შეიძლება სახლში ხელოვნური ყვავილების ქონა?

გოგა მანია: იწვევს სიყვარულის ენერგიის მოშორებას. 

⭕  ჩაკეტილი ბოქლომი სახლში ბედის ჩაკეტვას ნიშნავს?

გოგა მანია: კი, ბოქლომი არის პირველი უძლიერესი მაგიური იარაღი და ის ჩაკეტილ მდგომარეობაში არ უნდა გქონდეთ.