საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე მეორე მოწინააღმდეგე გუნდის, ჩეხეთის და ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 187.9 მლნ ევროა.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო
ჩეხეთის ნაკრები:
- თომაშ სოუჩეკი – 30 მლნ ევრო
- პატრიკ შიკი – 22 მლნ ევრო
- ადამ ჰლოჟეკი – 12 მლნ ევრო
- მარტინ ვიტიკი – 12 მლნ ევრო
- ლადისლავ კრეიჩი – 10 მლნ ევრო
ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც 3:1 დამარცხდა. ხვალ, 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიას.