21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე აქტიურობისკენ არ განგაწყობთ, ამიტომ გირჩევთ, დაისვენოთ და ენერგიას გაუფრთხილდეთ, რადგან ის ძალიან მალე დაგჭირდებათ. მარტოხელა ვერძს შანსი აქვს, საინტერესო ადამიანს შეხვდეს და დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც შთაგონების წყარო გახდება. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ.

კურო

თუ ერთფეროვანმა მუშაობამ დაგღალათ, შეგიძლიათ გონება კროსვორდების ამოხსნით გაავარჯიშოთ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და საკუთარი სიტყვები თუ ქმედებები აკონტროლოთ. სწორი განსჯისა და საღი აზროვნების დამსახურებით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.

ტყუპი

ამ დღეს შეიძლება ზოგიერთ საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ სამყაროს და საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გჭირდებათ, რადგან თქვენს იდეებს ყველა არ იზიარებს. ზოგს ისინი შეიძლება ზედმეტად ამბიციურად მოეჩვენოს, მაგრამ საკუთარ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებზე უნდა გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების ურთიერთობა გართულდება. სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ ყველაზე რთული პრობლემაც კი სწრაფად მოაგვაროთ. მთავარია ოჯახში ერთმანეთის მიმართ ნდობა შეინარჩუნოთ.

ლომი

ამ დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდეს და განმარტოებას ნატრობთ. ნუ მოგერიდებათ, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს პირდაპირ უთხრათ, რადგან გრძნობთ რომ ძალების აღდგენა გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ სირთულეები დროებითია და ეცადეთ, ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ. ამაში მეგობრები დაგეხმარებიან.

ქალწული

შესაძლოა, დილიდან შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ. ეს პლანეტების გავლენით ხდება, რომლებიც ზოგჯერ გვაიძულებენ, თავი დაუცველად ვიგრძნოთ. ამ დღეს უამრავი წვრილმანი პრობლემა გელით, რაც თქვენს ყურადღებას მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვანზე გადაიტანს. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს – ეცადეთ თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ.

სასწორი

ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და მოთმინება გამოიჩინოთ. ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება ყოველთვის იდეალური არ არის. მიეცით ახლობელ ადამიანებს საშუალება, შექმნილ ვითარებაში გაერკვნენ და ურთიერთგაგებას მიაღწიოთ.

მორიელი

დღეს მოხდება მოვლენა, რომელიც გაიძულებთ, ლიდერის როლი მოირგოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია აკონტროლოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. კრიტიკულ შენიშვნებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. სავარაუდოდ, ვიღაც რაღაცით უკმაყოფილოა, თუმცა ეს თქვენ არ გიკავშირდებათ. ეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სწორად და სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

თუ სახლის აშენებაზე ოცნებობთ, დღეს ოცნების ასრულებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები გირჩევენ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ და თუ შესაძლებელია, ყოველდღიურად ფეხით იაროთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

თხის რქა

შეეგუეთ, რომ ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ. ჩათვალეთ, ეს თქვენი გამძლეობისა და შრომისმოყვარეობის გამოცდაა. სიახლეები, რომლებსაც საღამოს, შორიდან მიიღებთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ამ დღეს ყველა ადამიანს საკუთარ მოვალეობად თქვენთვის რჩევის მიცემა მიაჩნია, თუმცა მათ შორის ზოგი მართლაც სასარგებლო იქნება.

მერწყული

ბოლო დროს მუდმივად სხვადასხვა სახის დაბრკოლებას აწყდებით. პლანეტების განლაგება უამრავ გამოცდას გიმზადებთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. უსიამოვნებების წყებას მალე ხელსაყრელი პერიოდი ჩაანაცვლებს. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე კარგად სწავლა და ახალი გამოცდილების მიღება გამოგდით. ხელოვნებასა და შემოქმედებით საქმიანობაშიც წარმატება გელით. საკუთარი შედეგებით იამაყებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ცოდნა და გამოცდილება მოგცათ. ეცადეთ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი გახდეს.

წყარო: funtime.ge