“SOS… ყველას ნაცნობს და უცნობს ყველას გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი”– 17 წლის ლიზი გიორგაძეს ეძებს

ოჯახი 17 წლის ლიზი გიორგაძეს ეძებს. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელბენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

“SOS… მეგობრებო ყველას ნაცნობს და უცნობს ყველას გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი.

დაიკარგა 17 წლის ლიზი გიორგაძე, ვეძებთ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე თუკი ვინმეს ეცნობა ან რაიმე ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მარშუტით იმგზავრა მასთან ერთად ქობულეთიდან თბილისამდე, ყველას გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მცირედიც კი დიდი იმედია ოჯახისთვის..

წინასწარ ყველას დიდი მადლობა, გთხოვთ გადააზიაროთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ ნახოს..”წერია პოსტში.

შესაძლოა დაგაინტერესოთ