მუსიკოსი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო თამაშშ ეხება.
“ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, სულ ცხელ–ცხელია, ახლა გავიგე. მე სოფელში ვარ და თბილისში, კორპუსში სადაც ვცხოვრობ, იმ სამეზობლოს ჯგუფში დაიწერა ეგეთი ამბავი:
მოგეხსენებათ, პირველი თამაშია ევროპის ჩემპიონატზე, იცით, ხომ მთელ ქვეყანაში რა განწყობაა, რა ზეიმია, კორპუსის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს დააყენონ ეკრანი, შეიკრიბნონ და პროექტორით გაუშვან, თამაშს ერთად უყურონ.
უბრალოდ თამაში კი არ არის, ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე პირველად, ჩვენს ისტორიაში. სამეზობლო უყურებს ამ თამაშს და ვიღაცამ, მეზობლები ხმაურობენო და პატრულში დარეკა… თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა, პატრულში დარეკა, მეზობლებიო ხმაურობენო”…