ვნახოთ, რა აჩუქა ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს.
- რა თქმა უნდა, ის კიმთან ხელცარიელი არ ჩასულა და კოლეგას ძღვნად ჩაუტანა ძვირადღირებული, ძვირფასი ლიმუზინი, ჩაის ნაკრები და ხანჯლები. აღსანიშნავია, რომ ლიმუზინი პუტინმა კიმს თებერვალშიც აჩუქა.
ეს არის რუსული წარმოების ლიმუზინი Aurus-ი, რომლითაც კიმი განსაკუთრებულად მოიხიბლა. როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინი გატაცებულია მანქანებით და ძვირფასი ავტომობილების კოლექციონერია.
გახარებული დიქტატორი ბედნიერებას ასხივებდა, ის გვერდით მიუჯდა საჭესთან მჯდომ პუტინს და ასე გაიარეს გზატკეცილი. შემდეგ კი საჭესთან თვითონაც დაჯდა და ახალი მანქანა გამოცადა.
როგორც BBC წერს, კიმ ჩენ ინის ავტომობილების კოლექცია მოიცავს მრავალ Mercedes-ს, Maybach limo-ს და Rolls Royce Phantom-ს.
მადლიერი კიმიც არ დარჩა ვალში პუტინს და როგორც რუსული მედია წერს, ხელოვნების ნიმუშები გადასცა, როგორც კრემლის წარმომადგენელი უმაკოვი აღწერს, ეს ნამუშევრები ძალიან ლამაზია და დაკავშირებულია პუტინის იმიჯთან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ბიუსტზე.
წყარო: ambebi.ge