“თურქი მესი”, ანჩელოტის ფავორიტი… ბიჭი, რომელმაც ქართველები “გააბრაზა” – ვინ არის არდა გიულერი და როგორ დაამხო რონალდუს რეკორდი

არდა გი­უ­ლე­რის სა­ხე­ლი და გვა­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებ­თან არ ასო­ცირ­დე­ბა – ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 18 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო სა­დე­ბი­უ­ტო, ის­ტო­რი­ულ მატჩს ატა­რებ­და თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს თა­მა­ში სა­დე­ბი­უ­ტო იყო თი­ნე­ი­ჯე­რი თურ­ქი ტა­ლან­ტის­თვი­საც, რო­მელ­მაც ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის ვთქვათ, რომ მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი გოლი გა­უ­ტა­ნა ჩვენს გუნდს.

  • შე­საძ­ლოა, ეს მო­მენ­ტი ახა­ლი ლე­გენ­დის და­ბა­დე­ბაც კი იყო – არ­დამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­ტა­ნი­ლი გო­ლით ლე­გენ­და­რუ­ლი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს რე­კორ­დი და­ამ­ხო. 2004 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 19 წლის და 128 დღის რო­ნალ­დუმ თა­ვის სა­დე­ბი­უ­ტო მატჩში სა­ბერ­ძნეთს გოლი გა­უ­ტა­ნა, რი­თაც ამ ჩემ­პი­ო­ნა­ტის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და, რო­მელ­საც დე­ბი­უ­ტში გოლი გა­უ­ტა­ნია, მას შემ­დეგ რო­ნალ­დუს რე­კორ­დის დამ­ხო­ბა ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა, მხო­ლოდ ახლა, 2024 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­ტა­ნი­ლი გო­ლით 19 წლის და 114 დღის არდა გი­უ­ლერ­მა რო­ნალ­დუს რე­კორდსმე­ნო­ბა ჩა­მო­არ­თვა.

ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი კლუ­ბის, მად­რი­დის “რე­ა­ლის” ფეხ­ბურ­თელს ფა­ნე­ბი “თურქ მე­სის” უწო­დე­ბენ, ის მორ­ცხვი ბი­ჭია, რო­მე­ლიც თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რობს, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის გამო კი თა­ნა­გუნ­დე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩამ­დე ცოტა ხნით ადრე კი “რე­ა­ლის”: თით­ქმის მთელ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ გი­უ­ლე­რის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პოს­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლავს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. “არდა, აბი” (არდა, ძმაო), ასე მი­მარ­თა­ვენ თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი “რე­ა­ლი­დან” ფეხ­ბურ­თელს.

  • თურ­ქი ტა­ლან­ტი მო­მავ­ლის დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

არდა გი­უ­ლე­რი 2005 წელს, ან­კა­რა­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი ბო­ლუს რე­გი­ო­ნი­დან არის. მამა – უმით გი­უ­ლე­რი, დედა – სე­რაფ გი­უ­ლე­რი. ბიჭ­მა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ცხრა წლის ასაკ­ში, ან­კა­რა­ში, ად­გი­ლობ­რივ კლუბ­ში, Gençlerbirliği-ში და­ი­წყო. მალე მისი ნიჭი შე­ამ­ჩნი­ეს და 13 წლის იყო, რო­დე­საც “ფე­ნერ­ბაჰჩემ” 150 000 ლი­რად იყი­და, რის შემ­დე­გაც, არდა მშობ­ლებ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში გა­და­ვი­და.

  • მა­ლე­ვე ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტით ევ­რო­პის უდი­დე­სი კლუ­ბე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, მათ შო­რის, “ბარ­სე­ლო­ნა”, “მი­ლა­ნი” და მად­რი­დის “რე­ა­ლი”. 2023 წელს 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სა­ნაც­ვლოდ ის მად­რი­დის რე­ალ­მა იყი­და. არ­დას რე­ალ­თან 6-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი აკავ­ში­რებს. 19 წლის ასაკ­ში ის უკვე “რე­ალ­თან”: ერ­თად ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

“თურ­ქი მესი” გამ­თა­მა­შებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს და თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რაა. 2022-2023 წლე­ბის სე­ზონ­ში არდა გი­უ­ლერ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი შე­ას­რუ­ლა “ფე­ნერ­ბაჰჩეს” გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა­ში – მა­შინ კლუბ­მა თურ­ქე­თის თასი მო­ი­გო, ფი­ნა­ლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ კი თი­ნე­ი­ჯე­რი არდა და­სა­ხელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის 16 წლის იყო რო­დე­საც “ფე­ნერ­ბაჰჩეს” ძი­რი­თად გუნდში ათა­მა­შეს. ერთ-ერთი მო­თა­მა­შე რო­მელ­საც არდა გი­უ­ლერს ხში­რად ადა­რე­ბენ, მე­სუთ იო­ზი­ლია. რო­გორც ფა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, არ­დას “ჯა­დოს­ნუ­რი“ მარ­ცხე­ნა ფეხი აქვს.

  • იღ­ბლი­ა­ნი ბიჭი

რო­დე­საც გი­უ­ლე­რი Gençlerbirliği-ს აკა­დე­მი­ა­ში თა­მა­შობ­და, ზო­გი­ერ­თი მატ­ჩის დროს ის ე.წ. ბოლ­ბო­ის, ანუ ბურ­თის მიმ­ტა­ნი ბი­ჭის როლ­ში იყო. 2018 წელს ძი­რი­თა­დი გუნ­დის ერთ-ერთი მატ­ჩის დროს, მე­ტო­ქე გუნ­დმა პე­ნალ­ტის დარ­ტყმის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. არდა კა­რის მიღ­მა იდგა და ამ­ბობს, რომ იმ მო­მენ­ტში გრძნობ­და, საით და­არ­ტყამ­და პე­ნალ­ტის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. 12 წლის ბიჭ­მა და­უყ­ვი­რა თა­ვი­სი გუნ­დის მე­კა­რეს იო­ჰა­ნეს ჰო­პფს, მარ­ჯვნივ გა­დამხტა­რი­ყო, მე­კა­რეც ასე მო­იქ­ცა და 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმის მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლო. ამის შემ­დეგ მას იღ­ბლი­ა­ნი ბიჭი შე­არ­ქვეს.

  • კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტი და არდა

“სი­გა­რა მოვ­წიე, ვიმ­ღე­რე, ვი­ცეკ­ვე, ახლა კი მინ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ“, – ასე წა­რუდ­გი­ნა არდა კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტიმ მად­რი­დის “რე­ა­ლის” ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს მის უკან ნერ­ვი­უ­ლად მდგო­მი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ჩან­და, რო­მე­ლიც დაბ­ნე­უ­ლი უყუ­რებ­და თა­ნა­გუნ­დე­ლებს. “ის ძა­ლი­ან მორ­ცხვია“, – თქვა ან­ჩე­ლო­ტიმ სი­ცი­ლით, შემ­დეგ მიკრო­ფო­ნი არ­დას გა­და­ა­წო­და, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა თქვა და მიკრო­ფო­ნი სას­წრა­ფოდ უკან და­აბ­რუ­ნა.

ან­ჩე­ლო­ტის თქმით, თით­ქმის არ გა­უ­გი­ათ მისი ლა­პა­რა­კი და წარ­დგე­ნის დრო­საც “სამი სი­ტყვა ძლივს თქვა“. ან­ცე­ლო­ტი დიდ გეგ­მებს ამ­ყა­რებს არ­და­ზე და ამ­ბობს, რომ ის “რე­ა­ლის­თვის” უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­თა­მა­შე გახ­დე­ბა.

  • “არ­დას ამ­ბა­ვი ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მი­ვი­თაა”

“ის ჩვენს თვალ­წინ დი­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ხდე­ბა, ვხე­დავთ რო­გორ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­თარ­დე­ბა მისი ის­ტო­რია, რო­გორც ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მი“, – ამ­ბობს თურ­ქი ფეხ­ბურ­თე­ლი არდა თუ­რა­ნი.

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ