რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გოგონა კვლავ რჩება აპარატზე და მისი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია.
გოგონას ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია არასრულწლოვანის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„მეორედ დაბადების თუ გჯერათ?
კი, ჩვენ მეორედ დავიბადეთ!
მადლობა სამყაროს შენთვის, შენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ძველებურად სუნთქვისათვის.
ანამარიააა, საოცარი ხარ დედიკო“ – დაწერა სალომე ინაიშვილმა.