„რამდენიმე თურქმა ალბათ პირველად იგრძნო ქართული მუშტის ძალა…“ – რატომ დაუპირისპირდნენ დორტმუნდში საქართველო – თურქეთის გულშემატკივრები ერთმანეთს?

სპორტის ქომაგები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებენ, სადაც დეტალურად განმარტავენ, თუ რატომ დაუპირისპირდნენ  საქართველო – თურქეთის გულშემატკივრები მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს:

„ევროპის ჩემპიონატი ქომაგებისთვისაც სადებიუტო იყო. დორტმუნდში თამაშზე დასასწრებად სხვადასხვა ქალაქებიდან გავემგზავრეთ. westpark-ში ნამდვილი ფანური გარემო იყო, ბევრი ლუდი დალია და ბევრიც ვიმღერეთ. მსვლელობას რამდენიმე ათასი ქართველი შეუერთდა, თუმცა ინციდენტების გარეშე არც ამ ყველაფერს ჩაუვლია.დაახლოებით 250 გერმანელი პოლიციელის გარემოცვაში, პირველი ჩვენიანი პიროტექნიკის გამოყენების გამო დააკავეს.

სტადიონზე შესვლისთანავე ჩვენს ტრიბუნაზე უამრავი ადგილობრივი თურქი იყო (საინტერესოა რატომ აღმოჩნდნე ქართველების ტრიბუნაზე თურქები, ბილეთების გადამყიდველების გამო, თუ სხვა პრობლემასთან გვქონდა საქმე). პირველი დაპირისპირებაც თურქებთან სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც თურქებს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოვუწოდეთ. მათ აგრესიულ პასუხს კი ჩვენგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა და რამდენიმე თურქმა ალბათ პირველად იგრძნო ქართული მუშტის ძალა. ტრიბუნაზე ორი დაპირისპირების შემდეგ საქმეში გვერდითა ტრიბუნაზე მყოფი თურქები (სადაც ასევე ქართველები უნდა ყოფილიყვნენ) ჩაერთნენ, პარალელურად სტადიონზე მყოფი სხვა ქართველებიც იყვნენ დაპირისპირებაში, სადაც არავის თავი არ შეურცხვენია.

ჩხუბის შემდეგ ჩვენი კიდევ 4 წევრი დააკავეს და დაახლოებით 8 სთ-ის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა ყველა მათგანი იმ ღამითვე დავიხსენით და გამთენიამდე დორტმუნდში მოგვიწია გაჩერება. მთელი ღამის განმავლობაში, როდესაც წვიმისგან სველები, დაღლილები და გაყინულები ვიყავით პოლიციის განყოფილებასთან, ჩვენთან იყო მამა იოანე ხეცურიანი, რომელიც გარდა იმისა რომ გვამხნევებდა, ჩვენი ბიჭების დასახსნელად მაქსიმუმს აკეთებდა.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ნაკრების ბიჭებს თავდადებული და გმირული თამაშისთვის, ბრძოლა არის ის, რასაც ჩვენ თქვენ ყოველთვის გთხოვთ და მიუხედავად შედეგისა, სწორედ ბრძოლა იყო ის, რის გამოც მოედანიც და ტრიბუნებიც თავაწეულებმა და ღირსეულად დავტოვეთ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ