თურქეთის ნაკრები არაფერში არ გვჯობდა, იღბლიანობის გარდა. ბუდუ გვაკლდა – როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების თამაშს სოციალურ ქსელში?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა.  როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების თამაშს სოციალურ ქსელში?

რომან გოცირიძე:

ყოჩაღ! საოცარი თამაში იყო. 

არ ვიმსახურებდით წაგებას. ორი ძელი და რამდენიმე ასპროცენტიანი.

ედიშერ გვენეტაძე:

ქება და დიდება საქართველოს ნაკრებს!

რაც მოხდა, ეგ გამოწვეული იყო გამოუცდელობით და უიღბლობით.

ნათია მეზვრიშვილი:

კაცის კაცი ქოჩორა. როგორ დიდებულადაც გამოვიდა და დახედა მოედანს, ისე დიდებულად ითამაშა! 

მადლობა მიქაუტაძეს, მადლობა ბიჭებს ყველაფერი წინ არის! 

ბუდუ გვაკლდააა.

ნიკა გვარამია:

თურქეთის ნაკრები არაფერში არ გვჯობდა, იღბლიანობის გარდა.

ლევან ლორთქიფანიძე:

ბრძოლისუნარიანობისა და თავდადების შესანიშნავი მაგალითი მოგვცეს ჩვენებმა !

თავი მაღლა ასწიეთ ბიჭებო!

დიდი მადლობა ღირსეული ასპარეზობისთვის!

დღეს ეროვნული ნაკრების კლასს ეყრება საფუძველი…

მერაბ მეტრეველი:

არაუშავს. 

თურქეთმა მიწაზე დაგვაბრუნა და მომდევნო თამაშებს უფრო ცივი გონებით მივუდგებით ჩვენც და ფეხბურთელებიც. 

თამაში ჯერ არ მინახავს. აწი უნდა ვნახო.

შესაძლოა დაგაინტერესოთ