2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“სვანებს განსაკუთრებული სილამაზე აქვთ” – ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის გარეგნობამაც ყველა აღაფრთოვანა (ფოტოები)
სოციალურ ქსელში გვერდი People From Georgia ქართველი გოგონას, ქეთი გაზდელიანის ფოტოებს აქვეყნებს. “როგორი ლამაზია” “ულამაზესია” “სვანები რა საოცრად ლამაზები არიან” – წერენ კომენტარებს სოციალური ქსელის მომხმარებლები. იხილეთ მისი ფოტოები.…
-
ბარსელონაში ქმარმა ქართველი ცოლი სასტიკად მოკლა – რას ამბობენ თვითმხილველები?
ბარსერლონაში ქართველი ქალი მოკლეს. მოკლულია წლის ნათია გულბანი, მკვლელობისთვის კიმისი ქმარია დაკავებული. თავდაპირველად ესპანელი სამართალდამცველები საქმეს სუიციდის მუხლით იძიებდნენ, თუმცა, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, გამოძიება მალევე გადაკვალიფიცირდა. ნახვები : 2,681
-
”დავშორდით მე და ლელა…” – ნახეთ მამულიჩას პოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
პროდიუსერ კახი მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ფეისბუკის გვერდზე უცნაური სტატუსი გამოჩნდა – „ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“,- ვკითხულობთ სტატუსში. როგორც აღმოჩნდა მამულიჩას ვიღაც „ეხუმრა“. მართალია წყვილის მეგობრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს პოსტი…
-
“უახლოეს საათებში მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება” – გაფრთხილება ამინდის შესახებ!
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა…
-
„ჩვენ რომ თევზაობა არ გვიყვარდეს, ახლა საჭმელი არ გვექნება…“ – ვინ არიან „რიბაკი ბიჭები“, რომელთა ვიდეო საზოგადოებამ აიტაცა
„ღამის სარდაფი“ – ასე ჰქვია სოციალურ სივრცეში ორი ახალგაზრდის მიერ შექმნილ პლატფორმას, რომლებსაც საზოგადოება „რიბაკი ბიჭების“ სახელით იცნობს. ლუკა გადელია და ლაშა გუშარაშვილი რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდნენ,…
-
სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება – ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს. „საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად…