2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი, შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 8-10 ივნისს დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის…
-
8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ხანმოკლე შვებულების მოლოდინი განწყობას გაგიუმჯობესებთ და სასიამოვნო მოლოდინით აგავსებთ. მალე ნანატრ მოგზაურობაში გამგზავრებას შეძლებთ. ამჟამად მეტი მოძრაობა გჭირდებათ,…
-
“აი მაგალითად მე რომ დამასანქცირონ და ამეკრძალოს ამერიკაში შესვლა, სულ ფეხებზე მკიდია რა“ – მამუკა ღლონტის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის
“აი მაგალითად მე რომ დამასანქცირონ და ამეკრძალოს ამერიკაში შესვლა, სულ ფეხებზე მკიდია რა“ – მამუკა ღლონტის ვიდეო, ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნახვების რეკორდს ხსნის. ნახვები : 5,429
-
“თქვენ რა სულ გააფრინეთ?ისეთივე ჩლუნგები ხართ,როგორც ეს მაგიდა!”-ვის მიმართა ამ ფორმით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა?
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ დაადანაშაულონ მოსკოვი “ბირთვული ხელკეტის” ქნევაში, მაგრამ ეს ასე არ…
-
“აი მაგალითად მე რომ დამასანქცირონ და ამეკრძალოს ამერიკაში შესვლა, სულ ფეხებზე მკიდია რა“ – მამუკა ღლონტის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის
“აი მაგალითად მე რომ დამასანქცირონ და ამეკრძალოს ამერიკაში შესვლა, სულ ფეხებზე მკიდია რა“ – მამუკა ღლონტის ვიდეო, ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნახვების რეკორდს ხსნის. ნახვები : 5,925