2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
🎥 „ჩვენ აქ ვართ… ერთად ვდგავართ…“ – ნახეთ, ახალი სიმღერა, რომელიც სპეციალურად EURO 2024-ისთვის ჩაიწერა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები, ოფიციალურ გვერდზე ახალი კლიპის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც სპეციალურად EURO 2024-ისთვის ჩაიწერა. „ჩვენ აქ ვართ… ჩვენ აქ ვართ… ერთად ვდგავართ…“, – ასეთია სიმღერის მთავარი სიტყვები და სათქმელი.…
-
🎥 “ეს ადამიანი გატყუებთ… ძალიან გთხოვთ ყურადღებით იყავით” – გივიკო დიდია საგანგებო მიმართვას ავრცელებს
გურული მომღერალი თაღლითურ სქემაზე ალაპარაკდა – გივიკო დიდია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს.ის ამბობს, რომ იქმნება უამრავი გვერდი თუ ჯგუფი, რომელშიც მომღერლისა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის სახელით ძვირადღირებული…
-
🎥 “გოგონა დახმარებას ითხოვდა.. თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გადმოაგდო ბიჭმა გოგონა აივნიდან..“- ახალი დეტალები
ბარსელონაში ქართველი ქალის დაღუპვის გამო სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო გამოსვლებს მართავს. რამდენიმე დღის წინ 33 წლის ქართველი ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მკვლელობის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით…
-
ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც 4 მარტს გაქრა და დღემდე იძებნება? – პოლიცია ვერაფერს გახდა, ოჯახი შველას ითხოვს
21 წლის ნიკა ცეცხლაძეს, რომელიც 4 მარტს დაიკარგა, დღემდე ეძებენ. ინფორმაციას დაკარგულის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს: „დღემდე იძებნება! 21 წლის ნიკა ცეცხლაძე 2024 წლის 4…
-
ლარი კვლავ ეცემა – რა ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო უქმეებზე – ეროვნული ვალუტის ახალი კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8222 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში…
-
არქიმანდრიტი გიორგის რეცეპტი, რომელიც კიბოს წინააღმდეგ მეოთხე სტადიაშიც სასწაულებს ახდენს
ჯანმრთელობა ცხოვრებაში, რომ უმთავრესი რამ არის ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით. ზუსტად ჯანმრთელობის უდიდესი პრობლემა უმძიმესი დაავადება კიბოა. ძალიან ბევრი რამ იქმნება, იწერება ამ ყოველივე და ითქმის, რომ შესაძლებელი იქნება…