2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები
რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს? “პრაიმტაიმის” მკითხველს ზოგად რჩევებს ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე აძლევს; გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს,…
-
იაპონია გეგმავს, რომ დედამიწა და მარსი ერთმანეთს კოსმოსური ლიფტით დააკავშიროს – როგორია გეგმა: “პლანეტიდან პლანეტაზე მგზავრობა რეკორდულ დროში მოხდება”
ჯერ კიდევ 2012 წელს, იაპონურმა კორპორაციამ Obayashi კოსმოსური ლიფტის მშენებლობის შესახებ დააანონსა, რომელიც თქვენთვის სასურველ ნივთს ან თავად თქვენ, სხვა პლანეტებზე მოგახვედრებდათ. მაგალითად მარსზე, თანაც გაცილებით მალე და გაცილებით…
-
🎥 გია სურამელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მომღერალი გია სურამელაშვილი მეგობრის, სოსო ქარქუსაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სოსო… წავიდა…“ – წერს მომღერალი და მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. „თანაგიგრძნობ გია“ „რა ცუდი ამბავია“ „ღმერთმა ნათელში ამყოფოს“…
-
ნახეთ, რას ამბობს ვილი სანიოლი ჩეხეთთან მატჩის წინ ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე, ჩაკვეტაძის შეცვლაზე და დღევანდელ თამაშზე
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების…
-
500-ლარიანი ჯარიმები ამოქმედდა – დეტალები
საპენსიო სააგენტომ „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“…
-
ხანძარი ბათუმის პორტში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე (ვიდეო)
რამდენიმე წუთის წინ ბათუმის პორტში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.…