“ამ საქმით ყინული გალღვებოდა აფხაზებთან… 50 000 ვერ გაიმეტეს…ამდენს, უჩა მამაცაშვილი ერთ სადილში ხარჯავს” – რას აცხადებს ლაშა ამირეჯიბი

დღეს, 8 აგვისტოს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ ბევრი ისაუბრეს იმაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზე და ოსები ძმები არიან, თუმცა, რეალურად რა რას აკეთებს ხელისუფლება ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ, როცა მავთულხლართები ყოველ წელს ემატება ქართულ მიწას, რომელია ეს მშვიდობიანი გზები – არ ვიცით, ამაზე არავინ საუბრობს.

2020 წელს, სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ამირეჯიბმა თქვა, რომ როცა საშუალება იყო, აფხაზებთან ხელოვნების სფეროში მაინც დაწყებული გარკვეული ტიპის თანამშრომლობა, ხელისუფლებამ ამისათვის 50 000 დოლარიც ვერ გაიმეტა და შემდეგ, ვერც 50 000 ლარი.

ლაშა ამირეჯიბი:

“ერთი ამბავი მინდა გითხრა. ჩემს ოჯახს უნდოდა აფხაზებისთვის „დათა თუთაშხია“ ეჩუქებინა, ცხადია. აფხაზურ ენაზე თარგმნილი. უკვე ნათარგმნია აფხაზურად, ცოტა დახვეწა სჭირდება. მოკლედ, აფხაზურად უნდა დაგვებეჭდა „დათა თუთაშხია“, რომ რაულ ხაჯიმბამ შემომითვალა, გალის ზონის ქართველებისთვის ქართლად დაბეჭდეთო, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთო. ეს ხომ იყო დასაფასებელი ჟესტი? ცხადია, იყო. სერიოზული გეგმა იყო. სახალხო დიპლომატია მეტი რა არის? სოხუმში უნდა ჩავსულიყავით მე, ქეთი დუმბაძე, მერაბ რატიშვილი, დათო მაღრაძე… ერთი–ორი ბიზნესმენი.. სოხუმის უნივერსიტეტში უნდა გაგვემართა შეხვედრა სტუდენტებთან. დაგვპირდნენ, რომ ამას მიგვიწყობდნენ. იქაურ ინტელიგენციასთან შეხვედრაც იყო დაგეგმილი. მერე უნდა დაგვერიგებინა წიგნები, მარტო სოხუმში არა, რაიონებშიც. იხვეწებოდა ხაჯიმბა, დააჩქარეთო. 50 000 დოლარი ჯდებოდა წიგნის ორ ენაზე ბეჭდვა და აფხაზურად ხელახლა თარგმნა. ეს თანხა არ მოგვცა ამ ხელისუფლებამ. ქეთევან ციხელაშვილს გადააბარეს მერე ეს საქმე და ციხელაშვილმა მითხრა, ფული არ მაქვს, უნდა მოვიპოვოთ, ვიშოვნოთ, გაერო–ს უნდა ვთხოვოთ… მას არ ვერჩი, მართლა არ ჰქონდა ფული. ვინც ამ მცირებიუჯეტიან სამინისტროს დაავალა დაფინანსება, ის არის დამნაშავე. ბოლოს, ოღონდ ეს საქმე არ ჩაშლილიყო, თანახმა ვიყავი, 50 000 ლარი რასაც გასწვდებოდა, იმდენი ეგზემპლარი დაგვებეჭდა და არც ეს მომცეს. 2 წლის წინანდელი ამბავია. იცი, რა დონეზე იყო ეს საქმე?

ხაჯიმბასგან გამოგზავნილი კაცი შეხვდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და უთხრა, 4 მესიჯი მაქვს ხაჯიმბასგან და ერთი „დათა თუთაშხიას“ აფხაზეთში დარიგებაა, ხაჯინბამ იკითხა, როდის იწყებთ წიგნის ბეჭდვასო? არადა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში პიარის ხარჯები გაზარდეს, არაფერს აკეთებენ და ფულს იღებს ხალხი. ზოგი სამსახურში საერთოდ არ დადის, ვიღაცის ვიღაცაა და თვეში ერთხელ სოლიდურ ხელფასს ჩუქნიან, პენსიასავით. ამხელა საქმისთვის 50 000 ლარი ვერ გამონახეს. ამას გაგრძელება მოჰყვებოდა, რომელიმე თეატრი სპექტაკლს ჩაიტანდა, ცეკვის ანსამბლი ჩავიდოდა, ერთობლივი სპორტული ღონისძიებები გაიმართებოდა, მერე აფხაზები ჩამოვიდოდნენ. მედია გააშუქებდა ამ ყველაფერს. ყინული გალღვებოდა, საქმე დაიძრებოდა, მაგრამ ამხელა საქმისთვის არც 50 000 დოლარი, არც 50 000 ლარი არ აღმოჩნდა სახელმწიფოს. 50 000 ლარს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ერთ სადილში ხარჯავს.”

ლევან ჯავახიშვილი, ალია

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,545

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა