“ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“ – პედაგოგმა ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად მიღებული 157 ლარი მინისტრს უკან გადაურიცხა

დღეს, 9 ივლისს, საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მიქავამ ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად მიღებული 157 ლარი საქართველოს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს უკან გადაურიცხა.

„ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“– წერს ფეისბუქზე სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა და თანხის გადარიცხვის ქვითარსაც აქვეყნებს.

საჯარო სკოლის მასწავლებელი ამ ფორმით აპროტესტებს განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებულ ახალ სახელფასო ფორმულას, რომლის მიხედვითაც პედაგოგების ნაწილს ხელფასის გაზრდის ნაცვლად ხელფასი დააკლდათ ან დაპირებული 500 ლარის ნაცვლად, უმნიშვნელოდ გაეზარდათ.

განათლების სამინისტრო 6 თვეზე მეტია პედაგოგებს ხელფასების „უპრეცედენტო“ მატებას ჰპირდებოდა. გაზრდილი ხელფასები მასწავლებლებს პირველი ივლისიდან უნდა მიეღოთ. ხელფასების დარიცხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პედაგოგების ნაწილს ის ხელფასიც კი დააკლდათ, რასაც „უპრეცედენტო მატებამდე“ იღებდნენ.

პედაგოგმა მანანა მიქავამ, ხელფასების „ზრდის“ შემდეგ დარიცხული 157 ლარი განათლების მინისტრს უკან გადაურიცხამას შემდეგ, რაც პედაგოგებმა ახალი სახელფასო პოლიტიკა გააპროტესტეს, სამინისტრომ პედაგოგების ნაწილს, ვისაც ხელფასი მატების ნაცვლად დააკლდა, გარდამავალი დებულების საფუძველზე, 200 ლარი დაუმატა, დაბეგვრის შემდეგ კი პედაგოგებს 157 ლარი დაერიცხათ.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, მხოლოდ იმ პედაგოგებს გაეზარდათ ხელფასი, ვისაც სრული დატვირთვა, ანუ 18-25 საათი აქვთ კვირაში. სრული საათების მქონე პედაგოგების რაოდენობა კი საჯარო სკოლებში მცირეა.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით სახელმწიფომ ასევე გააუქმა სტატუსის დანამატიც, რამაც ასევე გამოიწვია პედაგოგების ღია პროტესტი.

capture-1720540547.jpg

წყაროhttps://batumelebi.netgazeti.ge/news/533586/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR1YJiDD8hAedjkpXWcTBfhKimAiBCGXLqLF1pyEqJlYRuOCjwRP2UMC0C4_aem_EYMqLjkkDd8hsRkpTjzw7w

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,563

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა