“არ მჯერა. მითხარით, რომ ვცდები, მითხარით რომ არ ვიცნობდი?!…” – ცნოლბილი რეჟისორი და მსახიობი გარდაიცვალა

მარიონეტების თეატრ „ნიკოლოს“ დამფუძნებელი, რეჟისორი, მსახიობი, ხელოვანი, ანიმატორი, ბახვა წერედიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი გიორგი ლიპარიშვილი ავრცელებს და გარდაცვლილს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„ბახვა წავიდა…

დიდი ხელოვნება წავიდა, სიკეთე წავიდა, სიცოცხლე წავიდა, ადამიანი წავიდა, დიდი ხნის მეგობარი წავიდა, სულ წავიდა…

არ მჯერა. მითხარით, რომ ვცდები, მითხარით რომ არ ვიცნობდი?!

ერთმანეთი ქუჩაში გავიცანით, ქუჩაც წავიდა. მარიონეტებიც წავიდნენ…

მარიონეტების თეატრი ნიკოლო. მაშინ მხოლოდ ერთი მარიონეტი ჰყავდა, მევიოლინე ნიკოლო და მაინც თეატრი შექმნა. გაბრიაძის ნამოწაფარმა, საკუთარ საქმეზე საოცრად შეყვარებულმა.

მაშინ ტელევიზიაში ცოტა ხანს აღარ ვმუშაობდი, მეგობარს ვთხოვე ბახვა გადაეღო. მე ხომ ადამიანებს ვაგროვებდი.
ბახვა ადამიანი იყო, ნამდვილი ადამიანი. მერე ბევრჯერ მეც გადავიღე, ამბებიც ვაფრიალეთ ერთად.
ჩემი ლექსების საღამოსაც კი აფორმებდა თავისი მარიონეტებით.

ჩვენ ერთად მოვიარეთ საქართველოს ბავშვთა სახლები, ბავშვებს ახარებდა. დიდებსაც ახარებდა. სვანეთშიც ვიყავით, წერედიანებშიც შენ მიმიყვანეო მეხუმრებოდა. აფხაზეთიდან, სამშობლოდან დევნილს სამშობლოში საკუთარი ადგილი ვერ ეპოვა. საკუთარი სახელოსნოც კი არ ჰქონდა. ბაღის სარდაფში ჩუმად ამზადებდა მარიონეტებს, სადაც ზოგჯერ, შესვენებისას ბავშვების სკამებზე ვისხედით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით.
უკვე ესპანეთში მიდიოდა საცხოვრებლად და მაინც აქციებზე დადიოდა.. მადლობა ვეუბნებოდი, რომ მის წილ საქართველოს კბილებით იცავდა. ხელოვნებით იცავდა, სიტყვით იცავდა.

ვერ მოასწრო წასვლა და მაინც წავიდა, სულ წავიდა.

1 მსახიობის, 1 მარიონეტის,1 ანიმატორის, 1 კაცის თეატრი შექმნა ყველასთვის. მერე მარიონეტებიც გააბევრა და მსახიობებსაც ასწავლა მარიონეტებით თამაში.

მარიონეტებს შუქი ჩაუქრო სამუშაო დღის ბოლოს, ღამე რომ ვტოვებ, მგონია გაცოცხლდებიანო.
შენ გაცოცხლდი, რა. დაამთავრე ეს ბნელი ღამე. გაცოცხლდი რა ბახვა.

მერე მისი მარიონეტების facebook გვერდი შევქმენით, წლები ვმართავდი მის გვერდს, წლებს ვზრდიდით გვერდიგვერდ. მარიონეტებით ევროპასა და აზიაში დამოგზაუროდა, საქართველოში თეატრის შენობა კი არა, სახელოსნოც არ ჰქონდა. მაინც სულ გზებს ეძებდა, გზაზე იდგა და გზას ეძებდა, სულ წინ მიდიოდა, მაშინაც როცა ცხოვრება უკან ექაჩებოდა.

ბოლოს სცენარებს წერდა ფილმებისა და სერიალებისთვის. კარგად იყო და უკეთესობისთვის ემზადებოდა.
მაპატიე თუ რამე შემეძლო და ვერ შევძელი. ვერ ვყოფილვარ კარგი მეგობარი. უსუსური ვყოფილვარ რომ ვერაფერს ვცვლი.

მოგონებებს ვაგროვებ და მეშინია არ გამიქრეს, მეშინია მოგონებები არ გამედღაბნოს. ისინიც არ წავიდნენ…
რა მაგარი შვილი გყავს, ბიჭო. მეც მისი ასაკის ვიყავი მამაჩემიც რომ წავიდა, ჩვენ ტკივილი გვაერთიანებს, ჩვენ შენ გვაერთიანებ.

არ მინდა ვწერდე, მინდა მხოლოდ ვტიროდე, გიხსენებდე და ვტიროდე…

არა მინდა ცოცხალი იყო და იღიმოდე, ვლაპარაკობდეთ გაუთავებლად ბევრს, თითქოს, ვასწრებდით სიტყვის თქმას.

ცას ვარსკვლავი შემატე ბახვა, შენთვის პატარა იყო ეს დედამიწა.

ახლა ხშირად ამოვიხედავ ცაში, ძებნას დაგიწყებ, როდისმე ისევ შეგხვდები, მანამდე გავიხარებ და გულს გავიხეთქავ რომ გიცნობდი, რომ დიდზე დიდი იყავი, რომ პატარაც იყავი, რომ ადამიანი იყავი.

შენ ხარ ჩემი ბახვა წერედიანი. ნეტავ სიზმარი იყოს, ფილმი იყოს, სპექტაკლი იყოს – ბახვა წავიდა…“, – წერს გიორგი ლიპარიშვილი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,542

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა