ცნობილია სად ითამაშებს მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ- ინტერვიუ გიორგის მშობლებთან (ფოტოები)

ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გავრცელებული ინფორმაციით მონაკოში გადადის.

“ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ – ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ

ევრო 2024-ის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ლი­დე­რობს. მან სამ შეხ­ვედ­რა­ში სამი გოლი გა­ი­ტა­ნა და ერთი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა შე­ას­რუ­ლა.

საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი გი­ორ­გი ქარ­თუ­ლად 100%-ით გა­მარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ცდი­ლობს, რომ უფრო კარ­გად ის­წავ­ლოს. ამ­ბობს, რომ შინ მშობ­ლებ­თან ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს და სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი ენა იცის.

"ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე იგი­ვე ჟორ­ჟი, რო­გორც მას მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში ეძა­ხი­ან, ამ სე­ზო­ნის ნაკ­რე­ბის ვარ­სკვლა­ვია. ფრან­გუ­ლი მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი მშობ­ლე­ბის ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ შვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ნა­თია და ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე­ე­ბი ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი არი­ან: “ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ – ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ფეხ­ბურ­თე­ლის მშობ­ლე­ბი თბი­ლი­სი­დან არი­ან. “პირ­ვე­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, სი­ა­მა­ყეა”, – ამ­ბო­ბენ ისი­ნი ერ­თხმად.

"ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ

“ჟორ­ჟი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ისე­თი ხალ­ხით, ვინც მას აფა­სებს და უყ­ვარს”, – დას­ძენს დედა.

კო­ვიდ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შვი­ლის ნახ­ვას ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დნენ, მაგ­რამ გი­ორ­გი ყო­ველ­თვის ხაზ­ზე იყო.

“სა­ბედ­ნი­ე­როდ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ყოთ კონ­ტაქ­ტზე. ის ყვე­ლა­ფერს გვიყ­ვე­ბა“, – დას­ძენს მო­თა­მა­შის მამა, ლაშა, ყო­ფი­ლი მოყ­ვა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებს შვი­ლის წარ­მა­ტე­ბა არ უკ­ვირთ. “ის პა­ტა­რა­ო­ბი­დან, ლი­ონ­ში, სენ-პრის­ტში თუ მეც­ში, ყო­ველ­თვის ბევრ გოლს იტან­და”, – აღ­ნიშ­ნავს მა­მა­მი­სი, რო­მე­ლიც მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი იყო.

“სახ­ლში, და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის ასაკ­ში, ის მუდ­მი­ვად თა­მა­შობ­და, მე ვუ­თხა­რი: შენ ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დე­ბი“ – ამ­ბობს ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე.

"ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ

ძვე­ლი გო­ნე­სის სტა­დი­ონ­თან მცხოვ­რებ­მა ჟორჟ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე სწო­რედ FC Gerland-ში გა­დად­გა. “8 წლის ასაკ­ში ის ლი­ონ­მა შე­ამ­ჩნია“, – ამ­ბობს ნა­თია.

“ბავ­შვო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, გუ­ლუხ­ვი და პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო, მაგ­რამ მხო­ლოდ ფეხ­ბურთს უყუ­რებ­და. რომ იცო­დეთ, რამ­დენ­ჯერ გა­ტე­ხა მი­სა­ღე­ბის კარი”, – იხ­სე­ნებს ნა­თია.

მო­ზარ­დო­ბა­ში ფეხ­ბურ­თი უკვე მისი ცხოვ­რე­ბა გახ­და. მატ­ჩე­ბი და ტურ­ნი­რე­ბი, ვარ­ჯი­ში. “ერთხელ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ვარ­ჯიშ­ზე წას­ვლას. მაგ­რამ ჩვენ არ გა­ვუშ­ვით თა­მა­ში! მუდ­მი­ვად სტა­დი­ონ­ზე იყო, მზე­ში, სი­ცი­ვე­ში თუ წვი­მა­ში…“

"ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ

“ის ყო­ველ­თვის ასე­თი იყო, არა­სო­დეს ნებ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს წინსვლის­თვის.”

“ყვე­ლა­ფერს, რაც მას ემარ­თე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იღებს“ – ამ­ბობს მამა.

“მეც­ში” გა­დას­ვლი­სა და (“ძნე­ლი იყო მისი წას­ვლის ყუ­რე­ბა 17 წლის ასაკ­ში, მაგ­რამ ეს მის­თვის არა­სო­დეს დაგ­ვი­ნა­ხე­ბია, რო­გორ იმოქ­მე­და”) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სრუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ, ჟორ­ჟის მშობ­ლე­ბი ამა­ყე­ბი არი­ან. ასე­ვე გა­უ­ხარ­დათ, რო­დე­საც ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს, რო­მელ­საც ვილი სა­ნი­ო­ლი წვრთნის.

"ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ

“ერთ წელ­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მან მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან “, – გან­მარ­ტავს ნა­თია, “მაგ­რამ მან მა­შინ­ვე უპა­სუ­ხა მწვრთნელს (მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ვლა­დი­მერ ვა­ი­სი), რომ მას დრო სჭირ­დე­ბო­და. მარ­ტში ვილი სა­ნი­ოლ­მა და­უ­რე­კა, და­ე­ლა­პა­რა­კა”, – აგ­რძე­ლებს ნა­თია.

ის უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში

“რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა გა­კეთ­და მას­ზე, არ გვინ­და, რომ და­ი­ვი­წყოს თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა. მას მთე­ლი ქვე­ყა­ნა ელო­და და უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო. გი­ორ­გის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ნახ­ვის მო­ლო­დი­ნი დიდი იყო.”

"ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რი მამა ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“გე­ნაც­ვა­ლეთ, ასე­თი მაგ­რე­ბი რომ ხართ ბი­ჭე­ბო. ვი­სურ­ვებ­დი სულ ესეთ ფორ­მა­ში მე­ნა­ხეთ და კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი.

გი­ორ­გი, შენ შე­მო­გევ­ლე რომ სის­ხლი აგ­ვი­დუ­ღე. ეს სი­ხა­რუ­ლი გვა­ჩუ­ქე ჩვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია…“

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,535

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა