მოსკოვში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.
ქარიშხალს თან ახლდა ძლიერი წვიმაც. ქარიშხალმა მოგლიჯა ასობით ხე. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი მამაკაცი მას შემდეგ დაიღუპა რაც ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მამაკაცს დაეცა. მეორე მსხვერპლიც მსგავს გარემოებაში დაიღუპა.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაშავებულია ათი ადამიანი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გარბის ხალხი და როგორ უჭირთ მათ ქუჩებში გადაადგილება.
სტიქიის შედეგად დაიტბორა ასევე რამდენიმე ქუჩა.