“სოფოს ცრემლები რომ დავინახე, ძალიან იმოქმედა…” – ქართველი ცოლი და თურქი ქმარი დორტმუნდის სტადიონზე: როგორ “მორიგდნენ” ქართულ-თურქულ ოჯახში დრამატული მატჩის შემდეგ

“სოფოს ცრემლები რომ დავინახე, ძალიან იმოქმედა…” – ქართველი ცოლი და თურქი ქმარი დორტმუნდის სტადიონზე: როგორ “მორიგდნენ” ქართულ-თურქულ ოჯახში დრამატული მატჩის შემდეგ

გერ­მა­ნი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი და ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი თა­მა­ში მსოფ­ლი­ოს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ემო­ცი­უ­რი ამოჩ­ნდა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი სტა­დი­ო­ნი­დან, სა­დაც ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

თა­მაშს არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი და თურ­ქი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეს­წრე­ბო­და. მათ შო­რის იყო წყვი­ლი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის წინ ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ოჯა­ხი შექ­მნეს. სოფი კე­რე­სე­ლი­ძე და აპი არსლა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში, სა­კუ­თარ ქვეყ­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

– სოფო, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით. რამ­დე­ნი ხა­ნია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

– მე და აპიმ ერ­თმა­ნე­თი 10 წლის წინ, თბი­ლის­ში, გა­ვი­ცა­ნით და ახ­ლაც ჩვენს შვი­ლებ­თან ერ­თად აქ ვცხოვ­რობთ. ერ­თად რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია და­ვა­არ­სეთ, გვაქვს ინ­დუსტრი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ტექ­ნი­კის და და­ნად­გა­რე­ბის შო­უ­რუ­მე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში (APINOX). ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობთ, დიდ დროს ვა­ტა­რებთ აპის ოჯახ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­შიც. სპორ­ტი ორი­ვეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს.

სოფი და აპი შვი­ლებ­თან ერ­თად

– რო­გორ მოხ­ვდით ლე­გენ­და­რულ მატჩზე, რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დით ამ დღის­თვის?

– მატ­ჩის ბი­ლე­თე­ბი ჯერ კი­დევ თურ­ქე­თის ჯგუ­ფი­დან გას­ვლი­სას შე­ვი­ძი­ნეთ. მა­შინ ჯერ არ იყო ცნო­ბი­ლი ვინ იქ­ნე­ბო­და თურ­ქე­თის მე­ტო­ქე. სა­ქარ­თვე­ლო-სა­ბერ­ძნე­თის მატჩსაც ერ­თად ვუ­ყუ­რეთ. სა­ო­ცა­რი ემო­ცია გვქონ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში აღ­ვნიშ­ნეთ. თუმ­ცა, ორი­ვემ ვი­ცო­დით, რომ წინ რთუ­ლი დღე გვე­ლო­და. გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე გვქონ­და ევ­რო­ბას­კე­ტის სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­შის, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლომ სა­ო­ცა­რი თა­მა­ში აჩ­ვე­ნა და გა­ვი­მარ­ჯვეთ, მაგ­რამ შემ­დეგ მო­ე­დან­ზე ქარ­თველ და თურქ კა­ლათ­ბურ­თე­ლებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა­მაც ცხა­დია ტრი­ბუ­ნებ­ზეც გა­და­ი­ნაც­ვლა. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი დღე, რად­გან ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს და თურ­ქე­თი­დან სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­მო­სულ ჩვენს მე­გობ­რებს შო­რის ვი­დე­ქით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას.

ევ­რო­ბას­კეტ­ზე

– გერ­მა­ნი­ა­ში გა­სა­მარ­თი მატ­ჩის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დით?

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად… რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში რომ ჩვე­ნი ზომა მა­ი­სუ­რე­ბი მოგ­ვერ­გო. დორ­ტმუნდში მხო­ლოდ უფ­რო­სი ბიჭი, საბა წა­ვიყ­ვა­ნეთ, გო­გო­ნე­ბი ზა­ფხუ­ლის ბა­ნაკ­ში გა­ემ­გზავრნენ და სამ­წუ­ხა­როდ ვერ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ. მე და აპიმ ვი­სა­უბ­რეთ და შევ­თან­ხმდით, რომ რად­გან სტა­დი­ონ­ზე თურ­ქულ სექ­ტორ­ში უნდა ვმსხდა­რი­ყა­ვით, ამი­ტომ, მატ­ჩის დღეს, დი­ლი­დან ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით, რომ ორი­ვე ქვეყ­ნის ემო­ცია გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

მარ­თლაც, დი­უ­სელ­დორ­ფი­დან-დორ­ტმუნ­დამ­დე მა­ტა­რებ­ლით ქარ­თველ ქო­მა­გებ­თან ერ­თად ვიმ­გზავ­რეთ, მთე­ლი გზა ვმღე­რო­დით, შემ­დეგ ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბის მსვლე­ლო­ბას შე­ვუ­ერ­თდით. ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი ემო­ცია და ეს ვიბ­რა­ცი­ე­ბი სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა ტრი­ბუ­ნებ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან მარ­ტო ვიგ­რძე­ნი თავი. იქ ქარ­თუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბით და სიმ­ბო­ლი­კით მხო­ლოდ მე და საბა ვის­ხე­დით.

– რა ხდე­ბო­და თქვენს ტრი­ბუ­ნა­ზე გო­ლე­ბის გა­ტა­ნი­სას?

– გო­ლე­ბის დროს რა ხდე­ბო­და?… ცრემ­ლე­ბი, სი­ხა­რუ­ლი­საც და მწუ­ხა­რე­ბი­საც. სა­ო­ცა­რი კოქ­ტე­ი­ლი იყო ემო­ცი­ე­ბის. თურ­ქუ­ლად ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მე­გობ­რებს და თან სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს გულ­ზე ხელ­და­დე­ბუ­ლი რომ ვმღე­რო­დი, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს გო­ლის დროს ჩემი კი­ვი­ლით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ მზე­რას ვხე­დავ­დი თურ­ქულ სექ­ტორ­ში. უშუ­ა­ლოდ ჩვენს გვერ­დით მსხდო­მებს ვე­სა­უბ­რე, იცოდ­ნენ რომ ქარ­თვე­ლი ვარ, ერ­თმა ქალ­მა წინა რი­გი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გო­ლიც კი მო­მი­ლო­ცა. სამ­წუ­ხა­როდ მე ვერ შევ­ძე­ლი თურ­ქე­თის გო­ლე­ბის მათ­თვის მი­ლოც­ვა, ალ­ბათ აქამ­დე კი­დევ უნდა გა­ვი­ზარ­დო მენ­ტა­ლუ­რად.

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე გი­წერ­დნენ, რო­გორ მო­რიგ­დით მე­უღ­ლეს­თან მატ­ჩის შემ­დეგ…

– აპი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, სა­ბო­ლო­ოდ ვერც მისი ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შევ­ძე­ლი ბო­ლომ­დე. რაც იმ ურ­თუ­ლეს მე­ო­რე ტა­იმ­ში მაკ­ლდა იყო ის, რა­საც მო­პირ­და­პი­რე ტრი­ბუ­ნა­ზე ვხე­დავ­დი ათა­სო­ბით ქარ­თუ­ლი დრო­შა. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ემო­ცი­აა, ერ­თო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, წარ­მა­ტე­ბის, იმე­დის, ენერ­გია. ამას მო­ედ­ნის გა­დაღ­მა ძა­ლი­ან ნათ­ლად ვხე­დავ­დი და ჩემი გული იქ იყო!

ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს კო­მენ­ტა­რი სო­ფის მე­უღ­ლეს აპი არსლანს ვთხო­ვეთ. რო­გორც გვი­თხრა ფეხ­ბურ­თი მათი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, გა­მარ­ჯვე­ბით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, მაგ­რამ მე­უღ­ლის ცრემ­ლებ­მა მას­ზე იმოქ­მე­და.

აპი არსლან:

– პირ­ველ რიგ­ში მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ დო­ნე­ზე მო­ვი­და და ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის მე­ო­რე სახ­ლია, მაგ­რამ თურ­ქი ვარ და ჩემს ქვე­ყა­ნას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. თურ­ქეთ­ში ფეხ­ბურ­თი ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, ჩვენ ფეხ­ბურ­თით ვცხოვ­რობთ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ჩვე­ნი გო­ლე­ბის დროს, მაგ­რამ სო­ფოს ცრემ­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

რთუ­ლი დღე იყო, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს ქვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს და თურ­ქეთს.

წყარო: ambebi.ge